Skip to main content

Posts

Featured

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას პროგნოზირებენ დარგის სპეციალისტები უახლოესი თვეებისთვის? „კომერსანტი“  საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დამფუძნებელ, რესტორატორ ლევან ქოქიაშვილს  ესაუბრა . ჩვენი რესპონდენტი კვების ობიექტების მხრიდან დაანონსებულ გახსნას ეხმაურება და ამბობს, რომ მხოლოდ გახსნით პრობლემათა ის ჩამონათვალი ვერ მოგვარდება, რომლის წინაშეც დღეს ეს ინდუსტრია დადგა.მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია მოსალოდნელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რომელიც კვების ობიექტების გახსნის შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს კიდეც. „მთელი მსოფლიო სტუმარ-მასპინძლობის ინდუს

Latest Posts

კორონავირუსის პანდემიის დროს რესტორნების კრიზისი გარდაუვალია, მსოფლიოში კვების დაწესებულებები ან დისტანციურ მუშაობაზე გადადის, ან იკეტება.

ოკუპირებული კი არა, მითვისებული ქართული სამზარეულო

პირველი გასტრონომიული ბლოგერი საქართველოდან