პირველი გასტრონომიული ბლოგერი საქართველოდან

   Anything can happen- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დამაიმედებელი და მამოტივირებელი ჟღერადობა აქვს, არა?

წორედ ასე ჰქვია გიორგიიგივე ჯორჯ პაპაშვილის წიგნს, რომელიც 40იანი წლების ამერიკაში დაიწერა და მე-20 საუკუნის ემიგრანტების 
პატრიოტიზმსა და ნოსტალგიას მთელს მსოფლიოში გამოეპასუხა.



              ავტობიოგრაფიულ წიგნში გიორგი პაპაშვილის ცხოვრების მთელი ამბავია აღწერილი: თუ როგორ შემთხვევით მოხვდა ის ჯერ სტამბოლში, ოდნავ მოგვიანებით კი- ამერიკაში, როგორ დაიწყო იქ ცხოვრება, რამდენი სამუშაო ადგილი გამოიცვალა არსებობისთვის საჭირო სახსრები რომ გამოემუშავებინა, როგორ შეირთო ცოლად საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული ამერიკელი ელენა და როგორ გახდა შტატების საყვარელი მწერალი და მოქანდაკე, საქართველოს მიმართ უცვლელი ნოსტალგიის პარალელურად.


 არადა, ამბის დასაწყისი სულ სხვანაირი გაგრძელების შანსებს უფრო იძლეოდა. დაიბადა კობიანთკარში, დუშეთის რაიონში, უპრეტენზიო ადამიანებს შორის, უგზოობისა და სხვა ყოფითი სირთულეების პირობებში. ამ სოფელში უმრავლესობა დღესაც კი ყველანაირი ამბიციისა და მიზნის გარეშე ცხოვრობსამიტომ მისი ისტორია არაა, უბრალოდ, ისტორია.

        ამერიკაში ჩასული, ხან ტაქსის მძღოლი იყო, ხან სენდვიჩებს ყიდდა. მოგვიანებით ნიუ იორკში ქართულ რესტორანყაზბეგშიმზარეულად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ქართულ დიასპორასთან ერთად შუაგულ შტატებში ხინკლის ბიზნესიც წამოიწყო. იმ თავგადასავალს, რაც მას გადახდა, არანაირი სიტყვათაშეთანხმება არ უხდება ისე, როგორც ამერიკული ოცნება.ნამდვილი ამერიკული ოცნება!



             მისმა ავტობიოგრაფიულმა რომანმაყველაფერი შეიძლება მოხდესდიდი აღიარება მოიპოვა, 15 ენაზე ითარგმნა და 1945 წლის საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიაშიც მოხვდა. გამოცემის მიმართ უდიდესი ინტერსის ფონზე, წიგნზე საავტორო უფლებები Paramount Pictures-მა შეიძინა, სცენარის ავტორად გიორგი პაპაშვილი მიიწვიეს და 1952 წელს ჰოლივუდის ეკრანებზე გამოვიდა ფილმი იმავე სახელწოდებით − Anything can happen, „ოსკაროსანიმსახიობებისჰოსე ფერერისა და კიმ ჰანტერის მონაწილეობით.

             ინგლისურ ენაზე გადაღებულ ჰოლივუდურ ფილმში განსაკუთრებით ემოციურად აღიქმება სიტყვები: „მე ვარ გიორგი პაპაშვილიმე ვარ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდანსაქართ-ველოდან, კერძოდ კი ქართლის რეგიონიდან, ეს კი ხინკალია.“ ნამუშევარიოქროს გლობუსითდაჯილდოვდა და, წიგნთან ერთად, ამერიკულ კინოსამყაროში  მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

             ამერიკაში  გიორგი პაპაშვილის პოპულარობის ხარისხი რომ გავიაზროთ, წარმოიდგინეთ, ის მარკ ტვენთან ერთად ისწავლება სკოლებში და 50 ამერიკელ მწერალს შორისაა შესული. თავად კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში პატრიოტი, საკუთარ თავს ასე მოიხსენიებდა: ამერიკელი მწერალი საქართველოდან.

               გარდა მწერლობისა, გიორგი პაპაშვილი ამერიკის მასშტაბით ძალიან ცნობილი მოქანდაკეც გახლდათ, მან  700-მდე უნიკალური საავტორო ქანდაკება შექმნა. არადა, ეს საქმე არასდროს უსწავლია, თვითნასწავლი ხელოვანი იყო. მეცნიერები მის თვითნაბად ნიჭს ქანდაკებაში ფიროსმანის სამხატვრო ტალანტს ადარებენ.

  1961 წელს გიორგი პაპაშვილი  საბჭოთა კავშირის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, მოინახულა საქართველოც და შემდეგ მეუღლესთან, ელენასთან ერთად კულინარიული რეცეპტების  წიგნი დაწერა, რომელიც საბჭოთა კავშირში შემავალი სხვადასხვა საინტერესო რეგიონის ავთენტურ სამზარეულოებსა და რეცეპტებს აერთიანებს. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ სამზარეულოს ეთმობა.

              თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ გიორგი პაპაშვილი იყო პირველი ქართველი Food- ბლოგერი, რომელიც შეუდარებლად წერდა ქართულ გასტრონომიაზე. შოთი, მწვადი, ხაჭაპური, ბაჟე, ჩურჩხელა, გოზინაყი და უამრავი სხვა კერძი თუ დესერტი იმდენად შთამბეჭდავადაა ფორმულირებული, გაკვირვებას ვერაფრით დამალავ. დღესაც ურთულესი მგონია ჩვენი კერძების ისეთი სიზუსტითა და სიფაქიზით, ისე არტისტულად ფორმულირება, როგორც ეს გიორგი პაპაშვილმა ათწლეულების წინ შეძლო ამერიკაში. გასაოცარია, როცა ზუსტად იცი რა და როგორ აუხსნა უცხო ქვეყანაში ადამიანებს ისე, რომ მათ კერძის შინაარსთან ერთად გრძნობაც გადასცე. დღემდე არ არსებობს ქართული კერძების ისეთ დონეზე შესრულებული ინგლისური აღწერა, როგორსაც ამ წიგნში შეხვდებით.
        პირადად ჩემთვის წიგნში ნამდვილი აღმოჩენა იყო ინფორმაცია ქართულ ღვინოზე. გიორგი პაპაშვილი საქართველოს ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებს და წერს, რომ ქვეყანას  ამ თვალსაზრისით 8000-წლიანი ტრადიცია აქვს. გამიკვირდა ამას რომ 1965 წელს წერდა, მეგონა მსოფლიომ მხოლოდ ბოლო წლებში მოგვცა დასტური ამ საკითხზე, მაგრამ, როგორც გაირკვა, 1963 წელს ჩატარებულა კვლევა, რომლის თანახმად, საერთაშორისო მასშტაბით დადასტურდა საქართველოს როგორცღვინის აკვნისსტატუსი.



     ის, თუ როგორ წერს გიორგი პაპაშვილი ქართულ გასტრონომიაზე, - როგორი სიზუსტით, როგორი სიყვარულით,- ერთდროულად სიამაყისა და გულისწყვეტის შეგრძნებას მიჩენს: დღეს ამ სფეროში პროფესიონალი ბლოგერები ისე გვჭირდება, როგორც არასდროს! ქართული გასტრონომია უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა და მასზე სწორად წერა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ყველა ჟურნალისტსა და ბლოგერს მოვუწოდებ, მეტად დაინტერესდნენ ამ სფეროთი, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ იმას, თუ რას და როგორ წერენ. ჩვენ რეალურად ძალიან გვჭირდება კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ წერილებს მოამზადებენ გასტრონომიული სფეროს ირგვლივ. გასტრობლოგერობა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი  მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, დაინტერესდით.

   მსოფლიოს ცნობილი გამოცემებისთვის ერთ-ერთი საკვანძო სფეროა გასტრონომია და სამომავლოდ თქვენით, როგორც კომპეტენტური გასტრობლოგერებით, შეიძლება სწორედაც ეს პრესტიჟული გამოცემები დაინტერესდნენ.

 რატომაც არა! „ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“

Comments

Popular Posts